ბსუ-ში ევროპის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხნა

სურათი

ბსუ-ში ევროპის დღისადმი მიძღვნილი კვირეული სტუდენტთა ინტელექტუალური ტურნირით "რა, სად, როდის?" – თემაზე "ევროპა და ევროკავშირი" დაიწყო. ტურნირში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 33 გუნდი მონაწილეობდა. პირველ ადგილზე გავიდა გუნდი - ,,ვენი, ვიდი, ვიცი“, ხოლო მეორე ადგილი გადაინაწილეს გუნდებმა: ,,უქიმერიონი" და ფენიქსი“. გამარჯვებულ გუნდებს ტურნირის ორგაზატორებმა - ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა მარინე გიორგაძემ  და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა, ირმა გაბინაშვილმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ტურნირი 7-14 მაისის ჩათვლით ჩატარდება და მომდევნო შეჯიბრში მონაწილეები მერიის თასისთვის იბრძოლებენ.

ევროპის კვირეულის ფარგლებში, ბსუ-ს კინოკლუბში ეტორე სკოლას ფილმის - „მეჯლისი“ ჩვენება გაიმართა. ფილმის განხილვაში პირველი საჯარო სკოლის კინოკლუბისა და მასტერკლასის ლიტერატურული კლუბის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბსუ-ს სტუდენტთა ინტელექტუალურ ტურნირსა და კინოკლუბში ფილმის განხილვას  ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი გია მასალკინი უძღვებოდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა