ევროპის კვირეულის ფარგლებში, გაცვლითი პროგრამის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

სურათი

8 მაისს, ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით,  ევროპის კვირეული ბსუ-ში გაგრძელდა ღონისძიებით "ჩემი ევროპული უნივერსიტეტი". შეხვედრაში მონაწილეობდნენ, ერთი მხრივ, ბსუ-ს ,,ერაზმუს+“-ისა და აჭარის ა.რ.  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები, რომლებიც შემოდგომის სემესტრში სწავლას გააგრძელებენ პოლონეთის (ბიალისტოკი, ვროცლავი), საფრანგეთის (ექს-ან პროვანს), ესპანეთის (მურსია, კორდობა), ბულგარეთის (რუსე), ხორვატიის (ოსიეკი) უნივერსიტეტებში;

მეორე მხრივ, ბსუ-ს ის სტუდენტები, რომლებიც წინა სემესტრებში სწავლობდნენ ევროპის (ესპანეთის, პოლონეთის, პორტუგალიის, ლიეტუვა) უნივერსიტეტებში და ახლა სწავლას აგრძელებენ ბსუ-ში; შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ ასევე  გაცვლით პროგრამებში მონაწილე ბსუ-ს სტუდენტები, რომლებიც ამჟამად სწავლობენ ევროპის უნივერსიტეტებში: ბულგარეთი (რუსე), გერმანია (მიუნსტერი), ესპანეთი (მურსია), რუმინეთი (სუჩიავა), პოლონეთი (გლივიჩი), პორტუგალია (კოიმბრა), საბერძნეთი (კრეტა). ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, შთაბეჭდილებები გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მისცეს სასარგებლო რჩევები.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, შეიქმნება ბსუ-ს გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ასოციაცია (Alumni Association) და ასეთ საინტერესო და სასარგებლო შეხვედრებს სისტემატური ხასიათი ექნება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა