ბსუ-ში „ერაზმუს+“-ის IV საერთაშორისო კვირეული გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერაზმუს+“-ის IV საერთაშორისო კვირეული გაიხსნა. კვირეული „ერაზმუს+“-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, ბსუ-ს პოპულარიზაციას, ერთობლივი საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვას და თანამშრომლობის გაღრმავებას. 5 დღის განმავლობაში 5 ევროპული უნივერსიტეტის 9 პროფესორი ბსუ-ს სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავს, ხოლო უცხოელი პარტნიორი საერთაშორისო ოფისების წარმომადგენლები ტრენინგებს ჩაატარებენ გაცვლითი პროგრამების ეფექტურად მართვის საკითხებზე. 

ბათუმის IV საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობს მიკოლას რომერის უნივერსიტეტის (ლიეტუვა), ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის (ლიეტუვა), დაუგავპლის უნივერსიტეტის (ლატვია), ვროცლავის უნივერსიტეტის (პოლონეთი), კოიმბრას პოლიტექნიკური ინსტიტუტის (პორტუგალია) აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა