ბსუ-ში არქეოლოგიური ვორქშოფი გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროექტის ,,ევროდიალოგის“  ფარგლებში, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილებისა და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით არქეოლოგიური ვორქშოფი გაიმართა. არქეოლოგიური ვორქშოფი მიზნად ისახავდა ადრე ბრინჯაოს ხანის ძეგლების წარდგენასა და  მათთვის საჯარო რეესტრის შექმნის შესაძლებლობების განხილვას. პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად გერმანელი, მოლდოველი, აზერბაიჯანელი და  სომეხი მკლევრები მონაწილეობდნენ.

 

არქეოლოგიური ვორქშოფის მონაწილეები

ქართველი მკლევრები - ჯონი აფაქიძე, ამირან კახიძე, ნარგიზ სურმანიძე, ირინა ღამბაშიძე, დიმიტრი ნარიმანიშვილი ემზარ კახიძე, გურამ ჩხატარაშვლი, ზაურ ახვლედიანი, გიორგი ბედიანიშვილი, ზურაბ ბრაგვაძე, ლევან ჭაბაშვილი;

გერმანელი მკლევრები - სვედ ჰანსენი, საბინე რეინჰოლდი, ფრნაც შოპერი;

მოლდოველი მკვლევარი - დენის ტოპალი;

აზერბაიჯანელი მკვლევარი - ფერჰარდ გულიევი;

სომეხი მკლევრები - ლეონ აგრიკიანი, რუბენ ბადალიანი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა