ბსუ-ში ეროვნული სამოსის და განათლების საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში IV საერთაშორისო კვირეულის ეგიდით, განათლების საერთაშორისო დღე გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას. საერთაშორისო დღის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაში საკუთარი ქვეყნები წარმოადგინეს „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა მიკოლას რომერის უნივერსიტეტიდან, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტიდან, დაუგავპლის უნივერსიტეტიდან, ვროცლავის უნივერსიტეტიდან, კოიმბრას პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან და გაცვლით პროგრამებში მონაწილე ბსუ-ს სტუდენტებმა. გამოფენაზე  ასევე წარმოდგენილი იყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, პროგრამა „ჰორიზონტ ევროპისა“ და საერთაშორისო განათლების ფონდის კუთხეები.
უნივერსიტეტში ასევე აღინიშნა ეროვნული სამოსის დღე. განათლების საერთაშორისო დღის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში და უკეთ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას.

ტრადიციული სამოსის უკეთ გაცნობისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული სამოსითა და სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი იყო ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო სტუდენტების ნახატები და ფოტოები, ეროვნული ცეკვები შეასრულა ბსუ-ს ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ტბეთმა“, ხოლო ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა უნივერსიტეტის „ბენდმა“. ეროვნული სამოსის დღეს შეურთდნენ  ბათუმის N16 საჯარო ბაღის აღსაზრდელები და საზოგადოების წარმომადგენლები.

ღონისძიებები ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა