ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტში, ევროპის კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა თემაზე: „ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები“. შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი ჩიტაძემ წარმართა. ღონისძიებაზე ახალგაზრდები გაეცნენ ინფორმაციას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკასა და არსებული შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და გიორგი ჩიტაძემ სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით გაიმართა.
უკან |