ბსუ-ში „ერაზმუს+“-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის IV საერთაშორისო კვირეული დასრულდა. ლიეტუვას, ლატვიის, პოლონეთისა და პორტუგალიის უნივერსიტეტების პროფესორებმა ბსუ-ს სტუდენტებს ლექციები წაუკითხეს მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების აქტუალურ საკითხებზე, ხოლო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს გაცვლითი პროგრამების ეფექტურად მართვის საკითხებზე. ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა კვირეულში მონაწილე უნივერსიტეტების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისათვის და სერტიფიკატები გადასცა.
უკან |