საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, USAID-ის ,,სამართლის უზენაესობის პროგრამის" მიერ მოწვეულ ექსპერტი, ჯორჯიის შტატის მოსამართლე პეგი უოკერი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ და საჯარო ლექცია წაიკითხეს თემაზე: „სამოსამართლო სამართალი და მისი როლი ქართულ და ამერიკული სამართლის პრაქტიკაში“. ლექცია ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა და სტუდენტებს საშუალება მიეცათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, როგორც ამერიკელი სტუმრისგან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან. მოსამართლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ეგიდით ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ევროპის იურისტთა ასოციიაცია (ელსა) ბათუმისა და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.
უკან |