აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბსუ-ს ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

სურათი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან, ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან და ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მერაბ დიასამიძესთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეაბილიტირებული ეზო დაათვალიერა და ეზოში მყოფ სტუდენტებს გაესაუბრა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ასევე გაეცნო ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

შესრულებული სამუშაოების ფარგლებში, უნივერსიტეტის ეზოში მოეწყო რეკრიაციული ზონები, დაირგო 200-ზე მეტი  სახეობის მცენარე, განთავსდა  სხვადასხვა ფორმის  სკამები და გაკეთდა ჭადრაკის დაფა. განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვალა ფილები და ბორდიურები. უნივერსიტეტის ეზოში მალე გაიხსნება ახალი სტუდენტური კაფე, ხოლო ლეონიძის ქუჩაზე სტუდენტური საცხოვრებლის და სამედიცინო მიმართულებისთვის თანამედროვე სტანდარტების ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა  დაიწყება.

მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა