ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კლინიკა 29 მაისიდან გთავაზობთ უფასო ფსიქოსოციალურ მომსახურებას. კლინიკის პრაქტიკანტი ფსიქოლოგები ჩაატარებენ პირველად ფსიქოლოგიური კონსულტაციებს. კონსულტაციაზე რეგისტრაციისთვის მსურველმა უნდა მიმართოს ფსიქოლოგიის კლინიკას, რომელიც მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა. რეგისტრაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე - 593460913.
პირველადი კონსულტაცია მოიცავს:
- პრობლემის გამოკვეთას;
- ინფორმაციის შეგროვებას;
- საჭიროებებისა და რესურსების გამოვლენას;
- შეთანხმებას სამომავლო თანამშრომლობაზე.
სურვილის შემთხვევაში, პრობლემაზე იმუშავებს კლინიკის თერაპევტი, რაც ფასიან მომსახურებას ითვალისწინებს.
უკან |