ბსუ-ში გაეროს წარმომადგენლობის ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა

სურათი

ბსუ-ში გაეროს წარმომადგენელმა საქართველოში საბინე მახლიმ და ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა ბსუ-ში SDG - ახალგაზრდული სივრცე გახსნეს. ახალგზადრული სივრცის მიზანია მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერა და ახალგაზრდებისათვის ისეთი აქტივობების შეთავაზება, რომელიც მათ ახალ უნარებს გამოუმუშავებს თანამედროვე სამყაროს გამოწვევების საპასუხოდ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ჰიბრიდული კურსის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის საკითხებსა და ტრენინგებს.  ახალგაზრდული სივრცე განათლებისა და საერთაშორისო განვითარების აკადემიისა და გაეროს წარმომადგენლობის თანამშრომლობით  გაიხსნა.

ჰიბრიდული კურსის ტრენინგები ახალგაზრდას ჩამოუყალიბებს უნარს, ჩაერთოს ქვეყნის განვითარების პროცესში, რაც ითვალისწინებს ლობირებას, ადვოკატირებას, პროექტის შედგენას, პროექტის მართვის საბაზისო უნარებს, სოციალური მეწარმეობასა და ბიზნეს გეგმის მომზადებას.
სივრცის გახსნასში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და საერთაშორისო განვითარების აკადემიის ხელმძღვანელმა მარიამ გამეზარდაშვილმა, ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა თეა ჭანტურიშვილმა, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.

ახალგაზრდული სივრცის გახსნის ცერემონია მუსიკალურად  გააფორმა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბენდმა „OFF SIDE”.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა