ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, ტრენერმა და სპიკერმა ალექსანდე ჯეჯელავამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,წარმატება და პროფესიული სტრატეგია XXI საუკუნეში". ცნობილი ტრენერი სტუდენტებს ესაუბრა წარმატებაზე და წარმატების მიღწევის გზებზე, პროფესიის არჩევის თანამედროვე მიდგომებზე, წარმატებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა სკოლის ასაკშივე მრავალი პროფესიით დაინტერესების აუცილებლობაზე. შეხვედრაზე ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალგაზრდებს ურჩია აკადემიურ განათლებასთან ერთად, იყვნენ სოციალურად აქტიური სხვადასხვა მიმართულებით, რათა სწრაფად ცვალებად გარემოში უპასუხონ 21-ე საუკუნის გამოწვევებს და ახალ ტენდენციებს.
ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიეღოთ პასუხები.
ალექსანდრე ჯეჯელავა არის ტრენერი, სპიკერი, ქოუჩი და მენეჯმენტის სპეციალისტი 25 წელზე მეტი გამოცდილებით.
უკან |