
2 ივნისს, 14:00 სთ-ზე, ბსუ-ს I კორპუსის მესამე სართულის ფოიეში გაიმართება ბსუ-ს სტუდენტთა, პროფესიული პროგრამების სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მასშტაბური ფორუმი, სადაც აჭარის ტერიტორიაზე ოპერირებადი 40-მდე დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს 1000-მდე ვაკანსიას. ბსუ-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები კი, ერთ სივრცეში მიიღებენ მათთვის საინტერესო კომპანიებთან პირისპირ გასაუბრების და დასაქმების შესაძლებლობას.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნება, როგორც სეზონური/სტუდენტური, ასევე გრძელვადიანი ვაკანსიები.
ღონისძიების ორგანიზატორია: სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.
დამატებითი ინფორმაციისა და რეგიტრაციისთის ეწვიეთ ბსუ-ს სტუდენტურ პორტალს სიახლეები ბსუ-ს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი 2023 რეგისტრაცია.
გთხოვთ ფორუმზე გამოცხადდეთ ბსუს სტუდენტური პორტალიდან გენერირებული CV-ით
უკან |