გამოცხადდა მიღება ბსუ-ს მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარება და რეაბილიტაცია“

სურათი

2 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მსმენელთა მიღებას მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარება და რეაბილიტაცია“. პროგრამაზე დაიშვებიან უმაღლესი განათლების მქონე პირები (არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები), საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სარეაბილიტაციო ცენტრებში დასაქმებული პირები, მუშაობის სტაჟის მიუხედავად, ფსიქოლოგიის მეცნიერებით დაინტერესებული პირები, ასევე, საბავშვო ბაღში დასაქმებული ფსიქოლოგები ან საბავშვო ბაღში დასაქმების მსურველი პირები.

პროგრამის ღირებულებაა 1000 ლარი, პირველი შენატანი 600 ლარი.

მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციის განაცხადი და თანდართული საბუთები (პირადობის ასლი, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი და CV) გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე:  psychologicalclinic.bsu@gmail.com

 

  განცხადება
  პროგრამის აღწერილობა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა