უნივერსიტეტს დაგვის საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეები ეწვივნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაგვის საჯარო სკოლის IX-X  კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ ახალგაზრდებს საუნივერსიტეტო ცხოვრება გააცნეს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შემსწავლელი ლაბორატორიები, სასამართლო საიმიტაციო  დარბაზი, კრიმინალისტიკის ლაბორატორია და ბიბლიოთეკა. ღონისძიების ფარგლებში, რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ მოსწავლეებთან ერთად ლიტერატურული  დისკუსია გამართა მწერალ ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობებზე: „ანტონიო და დავითი“ და „ოპერაცია დეიდა ტასო“. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა