ბსუ-ში მოსახლეობის კანის უფასო სკრინინგი ჩატარდა

სურათი

ბსუ-ში კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის „ევრომელანომა“ ფარგლებში, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიისა და საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის ორგანიზებით მოსახლეობის კანის უფასო სკრინინგი ჩატარდა. ღონისძიება გახსნეს, მონაწილეებს მიესალმნენ და სკრინიგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა და  პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა მაღლაკელიძემ.
სკრინინგში ექიმებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს თსა-ს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა.

საქართველოში „ევრომელანომის“ კამპანია 2012 წლიდან „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ ორგანიზებით აღინიშნება.  2023 წლის კამპანიის მთავარი სამიზნე აუდიტორია ახალგაზრები არიან, ხოლო საინფორმაციო კამპანიის სლოგანია „იცავ თავს ულტრაიისფერი სხივებისგან? იცოდე, რომ არსებობს მზეზე უსაფრთხოდ ყოფნის იოლი გზებიც!“
„ევრომელანომა“ კანის კიბოსა და მელანომის პრევენციის მასშტაბური ინიციატივაა მსოფლიოში და მიზნად ისახავს მოსახელობის ინფორმირებას კანის კიბოს განვითარების რისკების, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სოციალური პროექტის „სოფლის ექიმის 6 დღე“ ფოტოგამოფენა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა