ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. ელჩს ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში შეხვდა და ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე ესაუბრა, გააცნო ბსუ-ში ევროკაშირის პროგრამების ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტები, სამეცნიერო ცენტრების მუშაობა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. ევროკავშირის გაცვლითი პროგრამებით ბსუ-ს 1 000-მდე სტუდენტი სარგებლობს, მათ შორის არიან ახალგაზრდა ევროპელი ელჩები. ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მათთვის აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა კანდიდატის სტატუსი მიღების პროცესი, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპი, ახალგაზრდობის როლი დემოკრატიასა და ქვეყნის განვითარებაში და სხვა.
უკან |