ბსუ-ში მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ დასრულდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ დასრულდა. ორდღიან კონფერენციაში 100-მდე ქართველმა და უცხოელმა პროფესორ-მასწავლებელმა, მკვლევარმა და ადრეული განათლების სფეროს ექსპერტმა მოხსენებები წარმოადგინეს და მონაწილეობა მიიღეს თემატურ პანელურ დისკუსიებში. სესიებზე მონაწილეებმა იმსჯელეს თამაშზე დაფუძნებულ სწავლებაზე,  ბავშვების სწავლისა და განვითარების შეფასებაზე, ასევე მშობლების, ოჯახების, საზოგადოებისა და სკოლამდელი დაწესებულებების გადამწყვეტ როლზე თამაშზე დაფუძნებულ სწავლებაში.

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა პროფესიულ კომპეტენციებსა და განვითარებაზე, რომლებიც აუცილებელია თამაშზე დაფუძნებული სწავლის ხელშეწყობისთვის, ასევე ინკლუზიურ პრაქტიკაზე, რომელიც ითვალისწინებს კულტურულ და ენობრივ მრავალფეროვნებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის თამაშის ხელშეწყობას. თამაშზე დაფუძნებული სწავლება ავითარებს შემოქმედებითობას და წარმოსახვას. თამაშის საშუალებით ბავშვები იკვლევენ სხვადასხვა როლს, სცენარსა და იდეას, აფართოებენ შემოქმედებით აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებს და აძლიერებენ ურთიერთობის უნარებს.

მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ გაეროს ბავშვთა ფონდის, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერით გაიმართა.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა