ბსუ-ს ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ღია ჩემპიონატის საგაზაფხულო სეზონი დასრულდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტელექტუალური თამაშის   „რა? სად? როდის?“ ღია ჩემპიონატის საგაზაფხულო სეზონი დასრულდა. პირველობაში სტუდენტების 36 გუნდი და სკოლის მოსწავლეების 6 გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონატის პირველ ადგილზე გავიდა გუნდი „უცხო გავლენის აგენტები“, მეორე ადგილზე - „უქიმერიონი“ და მესამე ადგილზე - „კაიზერი“. 10  საუკეთესო გუნდს გადაეცა სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები, გამარჯვებული გუნდებისა და ჟიურის წევრებისთვის ასევე დაგეგმილია ექსკურსია.

ტურნირში კონკურსგარეშე მონაწილეობდნენ ე. წ. ლეგიონერთა გუნდები, რომელთაგან ორი,  „ვენი, ვიდი, ვიცი“ და „ფენიქსი“, პირველი და მეხუთე ადგილებზე გავიდა. შეჯიბრებაში წარმატებით მონაწილეობდნენ აგრეთვე სასკოლო გუნდები „მულღაზანზარი“ და „მუმპსიმუსი“.

ბსუ-ს ღია ჩემპიონატის ჟიურის ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო შეკითხვებს ამზადებდნენ: გიორგი მასალკინი, ჯაბა ლომაძე, მარი კორინთელი, ირაკლი ბაკურიძე, გიორგი მიქელაძე, ნიკა მალაზონია, იოსი შალოლაშვილი.

ტურნირი ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა