გაცვლითი პროგრამა ყაზგუუს უნივერსიტეტში

სურათი

ყაზახეთის იურიდიული უნივერსიტეტი (KAZGUU) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს მობილობას (5 სტუდენტი) ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის, ტურიზმის,  იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების   სტუდენტებისთვის. მობილობა განხორციელდება 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის/გაზაფხულის  სემესტრებში. მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

 

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
  • ინგლისური ენის კომპეტენცია  -  B1/ B2 დონე

 

 საბუთები:

 

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • შევსებული აპლიკაციის ფორმა (იხილეთ დანართი 1);
  • ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება(იხილეთ დანართი 2).

 

სასწავლო კურსები იხილეთ აქ: https://kazguu.kz/en/katalog/

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმღები უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს უფასო სწავლას და საერთო საცხოვრებელს.

საბუთების მიღება იწარმოებს სტუდენტური პორტალის საშუალებით და

ელექტრონულ ფოსტაზე: chancellery@bsu.edu.ge

ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში  რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელფოსტა და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები ერთი ფაილის სახით (ZIP).

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა: 2023  წლის 25 ივნისი (17:00 საათი).

 

  დანართი1
  დანართი2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა