ბსუ-ს სარგებლობაში არსებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობებში ფართის იჯარით სარგებლობისათვის ქირისა და პირობებიანი ელექტრონული აუქციონის პირობების განსაზღვრის შესახებ

1. გაიცეს იჯარით, ორი წლის  ვადით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართები ხსნადი ყავის და ავტომატური სავაჭრო აპარატების დასადგმელად, პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით შემდეგ მისამართებზე:

ა) ბსუ-ს №1 კორპუსის მე-2 სართულის დერეფანში (მდებარე ქ. ბათუმში, რუსთაველი/ნინოშვილის ქ. №32/35, ს.კ. №05.23.03.004, მესაკუთრე სახელმწიფო), 3 კვ.მ. ფართი - ერთი ხსნადი ყავის და ერთი ავტომატური სავაჭრო აპარატის დასადგმელად;

ბ) ბსუ-ს №1 კორპუსის მე-3 სართულზე ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკაში (მდებარე ქ. ბათუმში, რუსთაველი/ნინოშვილის ქ. №32/35, ს.კ. №05.23.03.004, მესაკუთრე სახელმწიფო), 3 კვ.მ. ფართი - ერთი ხსნადი ყავის და ერთი ავტომატური სავაჭრო აპარატის დასადგმელად;

გ) ბსუ-ს №2 კორპუსის მე-2 სართულის დერეფანში (მდებარე ქ. ბათუმში, რუსთაველი/ნინოშვილის ქ. №32/35, ს.კ. №05.23.03.004, მესაკუთრე სახელმწიფო),  3 კვ.მ. ფართი - ერთი ხსნადი ყავის და ერთი ავტომატური სავაჭრო აპარატის დასადგმელად;

დ) ბსუ-ს №2 კორპუსის მე-4 სართულის დერეფნებში (მდებარე ქ. ბათუმში, რუსთაველი/ნინოშვილის ქ. №32/35, ს.კ. №05.23.03.004, მესაკუთრე სახელმწიფო), 3 კვ.მ. ფართი - ერთი ხსნადი ყავის და ერთი ავტომატური სავაჭრო აპარატის დასადგმელად.“

2. საწყისი წლიური საიჯარო ქირა დღგ-ის და კომუნალური გადასახადების ჩათვლით განისაზღვროს 7200 (შვიდიათას ორასი) ლარის ოდენობით.

3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს 720 (შვიდასოცი) ლარის ოდენობით, ხოლო ბიჯი -  120 (ას ოცი) ლარის ოდენობით.

4. იჯარით სარგებლობაში გაცემის ელექტრონული აუქციონის პირობად განისაზღვროს:

ა) იჯარით აღებულ ფართში (სულ 12 კვ.მ ) წყვილ–წყვილად (1 ყავის და 1 სავაჭრო 3 კვ.მ–ზე) უნდა განლაგდეს ავტომატური აპარატები (სულ 8 ცალი), საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2023 წლის 01 სექტემბრისა. იჯარის თანხა მოიცავს დღგ-ს, ელექტროენერგიისა და სხვა კომუნალურ გადასახადებს;

ბ) მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ეკოლოგიური, სანიტარულ–ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო პირობების/ნორმების დაცვა;

გ) საიჯარო ქირის გადახდა იწარმოებს ყოველთვიურად, თანაბარწილად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა;

დ) მოიჯარეს შეტანილი ბე ჩაეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას;

ე) მოიჯარე ვალდებულია დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები;

ვ) იჯარით სარგებლობაში გაცემის ვადა - 2 წელი;

ზ) მეიჯარე უფლებამოსილია ყოველგვარი კომპენსაციებისა და ჯარიმის გარეშე ვადამდე გააუქმოს (ვადაზე ადრე შეწყვიტოს) საიჯარო ხელშეკრულება:

  • უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების (არანაკლებ 2 ფაკულტეტის საბჭო, 2 ბსუ-ს სხვა სტრუქტურული ერთეული და სტუდენტური თვითმართველობა) მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში, ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
  • სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში;
  • საიჯარო ქირის 2 თვის დავალიანების შემთხვევაში.

თ) აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

აუქციონის #:   28137

ლოტის #: 901735

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა