ბსუ-ს სარგებლობაში არსებული ფართის იჯარით სარგებლობისათვის ქირისა და პირობებიანი ელექტრონული აუქციონის პირობების განსაზღვრის შესახებ

1.საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული, ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქ. 12-ში  მდებარე (მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ს.კ. 05.24.05.189) ტექნოლოგიური ფაკულტეტის  სასწავლო კორპუსის სახურავზე 2 კვ.მ. ფართი გაიცეს იჯარით, სამი წლის ვადით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით.

2. წინამდებარე ბრძანებაში აღნიშნული ფართის (2 კვ.მ.) საწყისი წლიური საიჯარო ქირა (საწყისი სარგებლობის საფასური) დღგ–ის ჩათვლით, განისაზღვროს 14 400 ლარის ოდენობით.

3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს 3600 ლარის ოდენობით, ხოლო `ბიჯი~ - 120 ლარის ოდენობით. 

4. განისაზღვროს იჯარით სარგებლობაში გაცემის ელექტრონული აუქციონის შემდეგი პირობები:

ა) იჯარით აღებული ფართი გამოყენებული უნდა იქნას მობილური კავშირგაბმულობის  გადამცემი ანტენის განსათავსებლად;

ბ) მოიჯარე ვალდებულია იჯარით აღებულ ფართზე გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, რისთვისაც უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიის მრიცხველის  განმხოლოება (ცალკე აბონენტად ან ქვეაბონენტად დარეგისტრირება) საკუთარი ხარჯებით;

გ) მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ეკოლოგიური, სანიტარულ–ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო პირობების/ნორმების დაცვა;

დ) საიჯარო ქირა გადახდილი უნდა იქნეს ყოველთვიურად, თანაბარწილად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა;

ე) მოიჯარეს შეტანილი ბე ჩაეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის საფასურის ოდენობაში, საბოლოო ანგარიშსწორებისას;

ვ) მოიჯარე ვალდებულია დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები;

ზ)  იჯარით სარგებლობაში გადაცემის ვადა - 3 (სამი) წელი;

თ) აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნის  შემთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია ყოველგვარი კომპენსაციებისა და ჯარიმის გარეშე ვადამდე შეწყვიტოს საიჯარო ხელშეკრულება.

აუქციონის #:  28137

ლოტის #: 901722

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა