იურიდიული ფაკულტეტის 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების (ICON•S საქართველოს) პირველი ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე საჯარო სამართლის გამოწვევები" იმართება ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლევან ჯაყელი, ICON•S საქართველოს თანათავმჯდომარე, ევროკავშირის საკონსტიტუციო სამართლის ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ბსუ-ს პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, თსუ-ს პროფესორი გიორგი კვერენჩხილაძე და ბსუ-ს სამართლის და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ომარ ფარტენაძე.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობს 100-ზე მეტი მომხსენებელი ქართული და უცხოური უნივერსიტეტიდან. ორი დღის განმავლობაში გაიმართება 4 პლენარული სესია მოწვეულ უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად, 24 თემატური პანელური სესია, წიგნის პრეზენტაცია და წიგნების გამოფენა.
კონფერენცია იმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ICON•S საქართველოს არის გლობალური აკადემიური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში გასულ წელს ჩამოყალიბდა და აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის, მათ შორის ბსუ-ს აკადემიურ პერსონალს. ორგანიზაცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო სამართლის განვითარებას, კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციას და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას.
კონფერენციის პროგრამა იხილეთ დანართში.
კონფერენციის პროგრამა
უკან |