რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის თურქული ენის საზაფხულო სკოლა

სურათი

რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი  (თურქეთის რესპუბლიკა) სთავაზობს ბსუ-ს თურქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს (ბსუ-ს სტუდენტებისთვის გამოყოფილი 10 ადგილი) მონაწილეობის მიღებას თურქული ენის საზაფხულო სკოლაში.  საზაფხულო სკოლა გაიმართება 2023 წლის აგვისტოში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბსუ-ს თურქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II,III,IV სასწავლო წლის სტუდენტებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • ნიშნების ფურცელი (სრული GPA-ის მითითებით);
  • სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი).

საბუთების წარდგენა იწარმოებს სტუდენტური პორტალის მეშვეობით. პორტალის საშუალებით სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება რექტორის სახელზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს მოთხოვნილი დოკუმენტები გაერთიანებული ფაილის (zip) სახით.

რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 10 ივლისის 18:00 საათამდე.

გასაუბრება გაიმართება 2023 წლის 12-13 ივლისს.

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა