მეთორმეტე იაპონურ-ხმელთაშუაზღვის ქვეყნების საერთაშორისო კონფერენცია

სურათი

17-20 ივლისს მეთორმეტე იაპონურ-ხმელთაშუაზღვის ქვეყნების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში. კონფერეცნია ეძღვნება გამოყენებითი ელექტრომაგნიტურ ინჟინერიაში მაგნიტურ, ზეგამტარ, მარავალფუნქციურ და  ნანო-მასალებს. კონფერენციის მიზანია კონფერენციის მონაწილეთათვის ხელშეწყობა ინფორმაციის გაცვლაში, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ახალი იდეებისა და გამოგონებების ურთიერთგაზიარება გამოყენებით ელექტრომაგნეტიზმში, ახალი მასალების კვლევაში (მაგნიტური, ზეგამტარი, მრავალფუნქციური და ნანო-მასალები).     

JAPMED'12 ორგანიზებაში ერთობლივად მონაწილეობს: იაპონური საზოგადოება გამოყენებით ელექტრომაგნეტიზმსა და მექანიქაში (JSAEM); ნანოტექნოლოგიებისა და მოწინავე ინჟინერიის ცენტრი (PC-NAE), საბერძნეთის სამეცნიერო კვლევების ცენტრი „დემოკრიტოსი“, ათენის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი (TAMU), ნევადის უნივერსიტეტი, აშშ, რენო, აშშ, იზმირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თურქეთი, პეკინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჩინეთი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

მეთორმეტე იაპონურ ხმელთაშუაზღვის ქვეყნების საერთაშორისო კონფერენცია განაგრძობს გაფართოებას. უკვე გაიმართა: ორი იაპონურ-ბერძნული ერთობლივი სემინარი ათენში, საბერძნეთი (1999) და ოიტა, იაპოანია (2001), ბექარესტი, რუმინეთი (2003), ქაირო, ეგვიპტე (2005), საბერძნეთი (2013), სოფია, ბულგარეთი (2015), იზმირი, თურქეთი (2017), ბათუმი, საქართველო (2019)   

იაპონია-ხმელთაშუაზღვის ქვეყნების საერთაშორისო კონფერენციებში სხვადასხვა დროს მონაწილეობას ღებულობდნენ გამოჩენილი და ტიტულოვანი იაპონელი, ამერიკელი და ინგლისელი მეცნიერები: 1998 წლის ნობელის პრემიის ლაურიანტი პროფ. ფერიდ მურატი, 2002 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი პროფ. კურტ ვუდრიხტი, 2009 წლის ნობელის პრემიის ლაურიატები პროფ. ადა იონათი და პროფ. ტომ სტეთზი,  2010 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი ანდრე გეიმი, 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი პროფ. დან შეითმენი, 2016 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი პროფ. სერ ფრასერ სტოდარტი და სხვა ცნობილი მეცნიერები. 

ამჯერად დაგეგმილ კონფერენციაში ქართველი მეცნიერების გარდა მონაწილეობას მიიღებს: იასუში იდო, ჰიროშიგე კიკურა, იუჯი ცუჩიდა, იუჰირო ივამოტო, მასააკი მოტოზავა, ტაკაჰისა ოჯი (იაპონია), ანანდ პრაკაშ დვივედი, ტატიანა ჰრიჰორენკო (ჩინეთი), ანდრას სალაი (უნგრეთი), ტეტიანა პრიხნა, ანატოლი სიდორენკო (უკრაინა), ათანასიოს მამალისი, დიმიტრიოს ცელესი, თამარა დამატოპოლოუ (საბერძნეთი), ედვინ გევორკიანი სტეპან პეტროსიანი, რუბენ ვარდაპეტიანი (სომხეთი), ჯავად ფაიზ, საიდ აბარეში (ირანი), ჯერემი რამსდენი (ინგლისი).

ქართველ მეცნიერები წარმოადგენენ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ილია ვეკუას სახელობის სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტს, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტს, ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტს, მუსხელიშვილის სახელობის მათემატიკისა და კომპიუტერული მოდელირების ინსტიტუტს, გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტს და რა თქმა უნდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

www.japmed12.bsu.edu.ge.

www.japmed11.bsu.edu.ge

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა