ბსუ-ს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ეწვია. ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მერაბ დიასამიძესთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და მკვლევრებთან გამართულ შეხვედრაზე გივი მიქანაძემ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინიციატივით მიმდინარე თემატური მოკვლევა წარმოადგინა საკითხზე - საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება. ინიციატივის მიზანია უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული მოდელის შესაბამისობის განსაზღვრა საქართველოს რეგიონებში მდებარე უნივერსიტეტების საჭიროებებთან.

თემატური მოკვლევა ითვალისწინებს უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების არსებული მდგომარეობის შესწავლას და მისი შესაბამისობის დადგენას თანამედროვე განათლების მოთხოვნებთან, საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრას შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და კურსდამთავრებულთა დასაქმების კუთხით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, ასევე უნივერსიტეტში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებას.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ბსუ-ს ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო, დაათვალიერა განახლებული კაბინეტ-ლაბორატორიები, სტუდენტური საცხოვრებელი, პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი და სტუდენტთა თავისუფალი სივრცეები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა