ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ მოაწერეს. დოკუმენტი ითვალისწინებს სოფლის მეურნეობისა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო სფეროში ურთიერთანამშრომლობის განვითარებას.
მემორანდუმის მიზანია, აგრარული ექსტენციის მიმართულებით, საჭიროებებიდან გამომდინარე, აგრარული ექსტენციის მიწოდებაში უნივერსიტეტის მონაწილეობის გაზრდა. ასევე, კვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში სტუდენტთა სტაჟირება და სასწავლო საწარმოო პრაქტიკის გავლა.
უკან |