რიგგარეშე მობილობის პროცესი ბსუ-ში

სურათი

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგგარეშე მობილობის ფარგლებში გამოდმოსვლის მსურველემა შპს - დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის „დიპლომირებული მედიკოსის“ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის და შპს ალტე უნივერსიტეტის „ინგლისური ფილოლოგიის" სტუდენტებმა 2023 წლის 24-31 ივლისის  (17:00-საათამდე) ჩათვლით ბსუ-ს ელექტრონულ მისამართზე  chancellery@bsu.edu.ge  უნდა გადმოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (ფორმა იხილეთ ქვემოთ);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

გ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;

დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;

ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მობილობის პროცესში მონაწილე პირის მიერ ათვისებული კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ, მობილობის მსურველის თანხმობის (ან უარყოფის) შესახებ განცხადების რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია), 2023 წლის  4  აგვისტოს17:00  საათამდე .

მისამართი: ნინოშვილის ქუჩა N35/32, N1, პირველი სართული, ოთახი №1 (კანცელარია)

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირის ტელ: -577 44 54 00;

  რიგგარეშე მობილობის მსურველის განცხადების ფორმა
  თანხმობის განცხადების ფორმა
  უარის განცხადების ფორმა
  ბსუ-ს რექტორის 2023 წლის 19 ივლისის №01-02/136 ბრძანება - რიგგარეშე მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ
  ბსუ-ს რექტორის 2021 წლის 3 თებერვლის №01-02/16 ბრძანება - მობილობის (შიდა მობილობის) ადმინისტრირების წესი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა