
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. მინისტრმა ბსუ-ს რექტორთან, მერაბ ხალვაშთან ერთად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელიც მოიცავს ბიბლიოთეკებს, კაბინეტ-ლაბორატორიებს, აუდიტორიებს, სტუდენტთა თავისუფალ სივრცეებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაეცნო უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს და კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების საქმიანობას.
უკან |