2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ბსუ-ში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან ბსუ-ს სტატუსშეჩერებული პირის სასწავლო პროცესში დაბრუნების მსურველთათვის (შემდგომში - შიდა მობილობის მსურველი) განისაზღვრა შიდა მობილობის შემდეგი ვადები:
ა) ბსუ-ში შიდა მობილობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია ბსუ-ს სტუდენტური პორტალის (https://portal.bsu.edu.ge) მოდულის ,,შიდა მობილობა“ საშუალებით (პროგრამის შეცვლის მსურველი ბსუ-ს სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 საგანმანათლებლო პროგრამისა და განსაზღვროს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობა (რიგითობის შესაბამისად)) - 2023 წლის 4 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით;
ბ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის შესაბამისი პასუხიმგებელი პირის (შემდეგში - ე.წ. ,,მობილობის ჯგუფი“) მიერ ბსუ-ს პორტალის ,,შიდა მობილობის“ მოდულში რეგისტრირებულ სტუდენტთა ელექტრონული განაცხადების ტექნიკური გადამოწმება და დადასტურება - 2023 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით;
გ) ფაკულტეტის დეკანის ან დეკანის ბრძანებით განსაზღვრული პასუხიმგებელი პირის მიერ სტუდენტების ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების შედეგების შეთავაზებულ (სტუდენტის მიერ არჩეულ) პროგრამასთან თავსებადობის გადამოწმება და დადასტურება - 2023 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით;
დ) ფაკულტეტის დეკანის ან დეკანის ბრძანებით განსაზღვრული პასუხიმგებელი პირის მიერ ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ წინაპირობებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთავაზებულ (სტუდენტის მიერ არჩეულ) პროგრამასთან თავსებადობას გადამოწმება და დადასტურება - 2023 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით;
ე) ამ მუხლის „ა“, „ბ“ ან „გ“ პუნქტით განსაზღვრული აქტივობების ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში მობილობის მსურველის მიერ რეგისტრაციის კორექტირება - 2023 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით;
ვ) ამ მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად კორექტირებული მონაცემების გადამოწმება და დადასტურება უფლებამოსილი პირების მიერ - 2023 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით;
ზ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობით შიდა მობილობის მსურველთა მიერ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შეთავაზებულ (სტუდენტების მიერ არჩეულ) საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობისა და კრედიტების აღიარების დასკვნების მომზადება 2023 წლის 17-19 აგვისტოს და ელექტრონული ვერსიების (ხელმოწერილი და სკანირებული) ატვირთვა ბსუ-ს პორტალის „შიდა მობილობის“ მოდულის შესაბამის ველში - 2023 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით;
თ) ბსუ-ს პორტალის „შიდა მობილობის“ მოდულის შესაბამის ველში ატვირთული კრედიტების აღიარების დასკვნების ელექტრონული ვერსიების (ხელმოწერილი და სკანირებული) დადასტურება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მიერ - 2023 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით.
ი) შიდა მობილობის მსურველის მიერ კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ ბსუ-ს პორტალის ,,შიდა მობილობის“ მოდულის საშუალებით თანხმობის ან უარყოფის ელექტრონულად დაფიქსირება - 2023 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით;
კ) ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტის მიერ ბსუ-ში შიდა მობილობაში მონაწილე თითოეული სტუდენტის შესახებ ელექტრონული ინფორმაციის (ე.წ. ,,ისტორია“, მობილობის ველში რეგისტრაციიდან შედეგების ჩათვლით) ბსუ-ს პორტალის ,,შიდა მობილობის“ მოდულიდან ამოღება (ბეჭდვა) და სტუდენტის პირად საქმეში განთავსებისათვის შესაბამისი ფაკულტეტისათვის მიწოდება - 2023 წლის 25 აგვისტო;
ლ) ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტის მიერ 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის გამოცხადებული ბსუ-ს შიდა მობილობის შედეგების შესახებ სამსახურებრივი ბარათისა და ბსუ-ში ბსუ-ს რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება და წარმოდგენა - 2023 წლის 25 აგვისტო;
მ) ბსუ-ში შიდა მობილობის შედეგად შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირებთან ხელშეკრულებების გაფორმება - არაუგვიანეს 2023 წლის 25 აგვისტოს, 18:00 სთ.-მდე (ხელშეკრულების გაფორმების ადგილის შესახებ ინფორმაცია სასწავლო პროცესის დეპარტამენტმა განთავსდება ბსუ-ს ვებგვერდზე და პორტალზე, შესაბამის ველებში);
ნ) ბსუ-ს შიდა მობილობის შედეგების შესახებ სამსახურებრივი ბარათისა და ბსუ-ში შიდა მობილობის შედეგების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანების პროექტის წარმოდგენა და ბრძანების გამოცემა - 2023 წლის 25 აგვისტოს.
ო) ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის გასვლის გამო ბსუ-ს სტატუსშეჩერებული სტუდენტების შიდა მობილობის ფარგლებში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სასწავლო პროცესში დაბრუნების პროცედურა განხორციელდეს კონკურსის (წინაპირობების) გარეშე:
ო.1) ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ,,ტურიზმის მენეჯმენტის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები (სტატუსის შეჩერების ბრძანება N01-08/1054, 16.12.2022) - 2023 წლის 13 ივნისის აკრედიტაციის საბჭოს N686427 გადაწყვეტილებით აკრედიტირებულ ,,ტურიზმის მენეჯმენტის“ სამაგისტრო პროგრამაზე;
ო.2) ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,რუსული ფილოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები - 2023 წლის 15 თებერვლის აკრედიტაციის საბჭოს N179139 გადაწყვეტილებით აკრედიტირებულ „სლავური ფილოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამაზე;
ო.3) ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,თურქული ფილოლოგიის“ და „თურქეთისმცოდნეობის“ საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები - 2023 წლის 15 თებერვლის აკრედიტაციის საბჭოს N179143 გადაწყვეტილებით აკრედიტირებულ „თურქოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამაზე;
ო.4) ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,ფრანგული ფილოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები - 2023 წლის 15 თებერვლის აკრედიტაციის საბჭოს N179138 გადაწყვეტილებით აკრედიტირებულ „რომანული ფილოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამაზე;
ო.5) ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,ლინგვისტიკის“ და „ლიტერატურათმცოდნეობის“ სადოქტორო პროგრამების სტუდენტები (სტატუსის შეჩერების ბრძანება N01-08/420, 04.05.2023) - 2023 წლის 18 აპრილის აკრედიტაციის საბჭოს N427064 გადაწყვეტილებით აკრედიტირებულ „ფილოლოგიის“ სადოქტორო პროგრამაზე;
ბსუ-ს რექტორის ბრძანება N01-02/145, 02.08.2023 (შიდა მობილობის ვადების შესახებ)„ბსუ-ში მობილობის (შიდა მობილობის) ადმინისტრირების წესი“ (N01-02/143, 01.08.2023)
ბსუ-ს რექტორის N01-02/145 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ (N01-02/149, 09.08.2023)
უკან |