„ვებომეტრიქსის“ კვლევების მიხედვით, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ხუთეულშია.
ორგანიზაცია იკვლევს უნივერსიტეტების სამეცნიერო წარმატებას, ღიაობას და მათი ონლაინ-რესურსების გავლენიანობას. სამეცნიერო კრიტერიუმები ითვალისწინებს უნივერსიტეტის აკადემიური პუბლიკაციების ციტირებას საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში. „ვებომეტრიქსი“ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგებს წელიწადში ორჯერ იკვლევს და მოიცავს 31 ათასამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას 200-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/cDOR4
უკან |