ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე „განათლების მეცნიერებები“ ცხადდება დოქტორანტთა მიღება

სურათი

ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე „განათლების მეცნიერებები“ ცხადდება დოქტორანტთა მიღება.

ერთობლივი სადოქტორო პროგრამის  „განათლების მეცნიერებები“ განმახორციელებელი უნივერსიტეტებია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ); ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ); აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ); იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი(თესაუ).

პროგრამაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოცხადებული აქვს 2 ვაკანსია.

დოქტორანტობის მსურველმა თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 11  მე-3 კორპუსი 0179 თბილისი, საქართველო) 21 აგვისტოდან  30 აგვისტომდე პერიოდში  უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;

ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი;  2023 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);

ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

 ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა,;

ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა, დამოწმებული ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მიერ;

 თ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 ი) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

ნ) საკვლევი თემის განვითარების ხედვა წერილობით;

 

ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე გამოცდები ჩატარდება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ):

 

ა) გამოცდა ინგლისურ  ენაში - 6 სექტემბერი;

ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -11 სექტემბერი;

დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;

ე) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13 სექტემბერი;

ვ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;

ზ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;

თ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 18 სექტემბერი;

ი) პროგრამის მმართველ საბჭოსთან გასაუბრება - 18-19 სექტემბერი;

კ) პროგრამის მმართველ საბჭოსთან გასაუბრების შედეგების გამოცხადება - 20 სექტემბერი;

ბსუ-ში ჩარიცხვის უფლების მქონე დოქტორანტობის   კანდიდატსა და ბსუ-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდება  22 სექტემბერს. (მისამართი ბათუმი, რუსთაველის ქ.32, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი)

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: https://bsu.edu.ge/sub-29/program/4/index.html

საკონტაქტო პირი - მარიამ მურჯიკნელი, 599 899 864 (ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 17:00 სთ), mariam.murjikneli@tsu.ge

 

  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა