დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსან ამირან მამალაძის საფლავი ბსუ-ს სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს. უნივერსიტეტელებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლის ხსოვნას და მის ღვაწლზე ისაუბრეს. ომში დაღუპული გმირის უკვდავსაყოფად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია სტუდენტ ამირან მამალაძის სახელობის სტიპენდია და ასევე მცირე სპორტულ დარბაზს მინიჭებული აქვს მისივე სახელი.
V ქვეითი ბრიგადის კაპრალი ამირან მამალაძე ერთადერთი სტუდენტი იყო აჭარის რეგიონიდან, რომელიც 9 აგვისტოს დაიღუპა. იგი საცეცხლე ზონაში დაჭრილი თანამებრძოლებისა და მეთაურის გამოსაყვანად დაბრუნდა და გმირულად დაეცა.
უკან |