ბსუ-ში დიგიტალურ ქართველოლოგიაში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ტარდება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  დიგიტალურ ქართველოლოგიაში ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ტარდება. რვადღიანი საზაფხულო სკოლა 11 აგვისტოს დასრულდება და მასში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამივე საფეხურის 30-მდე სტუდენტი მონაწილეობს. ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ქართველოლოგიაში ციფრულ ეპოქაში ქართველოლოგიური მეცნიერებების გამოწვევებს, მეთოდებს, ტექნოლოგიებსა და რესურსებს ეძღვნება. სკოლაში ლექციებს ქართველ მეცნიერებთან ერთად კითხულობენ გერმანელი ექსპერტები და დარგის სპეციალისტები.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები ეცნობიან დიგიტალური ქართველოლოგიის ჩამოყალიბების ისტორიას, არსსა და საფუძვლებს, ღებულობენ ცოდნას დიგიტალური ქართველოლოგიის ძირითად მიმართულებებში, სწავლობენ ცნობიან ქართული ენის ანალიზისა და სინთეზის პროგრამებს, კომპიუტერული ლექსიკოგრაფიის პრინციპებსა და მეთოდებს, ქართული ენისათვის მანქანური სწავლების გამოყენების პროგრამულ უზრუნველყოფას. გარდა თეორიული ცოდნის შეძენისა, საზაფხულო სკოლის პროგრამა ასევე მოიცავს პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას, ქართული ენისათვის შექმნილი ტექნოლოგიების გაცნობასა და მათი გამოყენების უნარ-ჩვევების შეძენას.

საზაფხულო სკოლა ტარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფრანკფურტის უნივერსიტეტისა და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა