გარე მობილობის პროცესი!
1. სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (www.students.emis.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2023 წლის 21 აგვისტოდან - 2023 წლის 7 სექტემბრის 18:00 სთ-მდე და გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) .
2. სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობის წესით ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება, 2023 წლის 11-14 სექტემბერის (17:00-საათამდე) ჩათვლით ბსუ-ს ელექტრონულ მისამართზე - chancellery@bsu.edu.ge უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;
დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. მობილობის პროცესში მონაწილე პირის მიერ ათვისებული კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ, მობილობის მსურველის თანხმობის შესახებ განცხადების და ხელშეკრულებების გაფორმება ან უარყოფის შესახებ განცხადების რეგიტრაცია იწარმოებს 2023 წლის 19-20 სექტემბერის 17:00 საათამდე.
მისამართი: ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა №35, პირველი სართული, ოთახი №20
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირის ტელ: 577 44 54 00
ბსუ-ში მობილობის (შიდა მობილობის) ადმინისტრირების წესი (N01-02/143, 01.08.2023)
გარე მობილობის განცხადება
თანხმობის განცხადება
მობილობაზე უარის განცხადების ფორმა
უკან |