ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების სარეზიდენტო პროგრამებზე: სარეზიდენტო პროგრამა - ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“, პროგრამის ხანგრძლივობა (15 თვე) და მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების პროგრამა ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“, პროგრამის ხანგრძლივობა (6 თვე).
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- სარეზიდენტო პროგრამა - ,,თერაპიული სტომატოლოგია“;
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);
გ) მაძიებლის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
- მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების პროგრამა ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ) თერაპიულ სტომატოლოგიაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანხმობა გადამზადების კურსის (6 თვე ) გავლის თაობაზე სპეციალობაში ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“;
ე) ავტობიოგრაფია (cv);
ვ) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
კონკურსანტთა განცხადებები და დოკუმენტაცია (ჩამონათვალი წინამდებარე ბრძანების N1 დანართში) წარმოდგენილი იქნეს ელექტრონულად, 2023 წლის 24 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, ბსუ–ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) ელექტრონულ ფოსტაზე (chancellery@bsu.edu,ge).
უკან |