2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების რეგისტრაცია (პირადი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხელშეკრულების გაფორმება და პირადი საქმის გახსნა) განხორციელდება 2023 წლის 6 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
რეგისტრაციის ადგილი: ბსუ-ს I კორპუსი - ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ.№35, I სართული, მცირე სპორტული დარბაზი, შემდეგი განრიგით:
6 სექტემბერი - ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე (,,ბიოლოგია“, ,,ეკოლოგია“, ,,გეოგრაფია“, ,,ქიმია“, ,,ფარმაცია“, ,,ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია“, ,,მედიცინა“, ,,სტომატოლოგია“);
7 სექტემბერი - ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე (,,მათემატიკა“, ,,ფიზიკა“, ,,კომპიუტერული მეცნიერებები“, ,,დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების“ ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, „სკოლამდელი განათლება“);
8 სექტემბერი - ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანთლებლო პროგრამებზე (,,სამართალმცოდნეობა“, ,,ევროპისმცოდნეობა“, ,,ფსიქოლოგია“, ,,საერთაშორისო ურთიერთობები“, ,,საჯარო მმართველობა“);
11 სექტემბერი - ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის საგანმანთლებლო პროგრამებზე (,,მშენებლობა“, ,,ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია“ და ინტერნეტინჟინერი“, ,,არქიტექტურა“, ,,აგრარული ტექნოლოგიები“, „ნავთობისა და გაზის ინჟიონერია“);
12 სექტემბერი - ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ,,ტურიზმის“ საგანმანთლებლო პროგრამაზე.
13 სექტემბერი - ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე (,, ქართული ფილოლოგია“, ,,ისტორია“, ,,ინგლისური ფილოლოგია“, ,,გერმანული ფილოლოგია“, ,,რომანული ფილოლოგია“, ,,სლავური ფილოლოგია“, ,,თურქოლოგია“, ,,ფილოსოფია“, „არქეოლოგია“, „ქართულ ენაში მომზადების (აზერბაიჯანულენოვანთათვის/სომხურენოვანთათვის) საგანმანათლებლო პროგრამის );
14 სექტემბერი - ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე (,,ბიზნესის ადმინისტრირება“ და ,,ეკონომიკა“);
15-16 სექტემბერი - ბსუ-ს ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს ზემოთ მითითებულ ვადაში რეგისტრაციის გავლა.
ბსუ-ში რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) 2 ცალი ფოტოსურათი (3x4);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის);
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხევაში).
ვ) სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი;
ზ) არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში - დაბადების მოწმობა (თუკი მშობელი წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტებს, ხოლო სხვა კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა);
თ) ცნობა დასაქმების ადგილიდან - საქართველოს შეიარაღებულ ძალების სამხედრო მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი) შემთხვევაში, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს: აბიტურიენტის დაბადების მოწმობა - თუკი სამხედრო მოსამსახურის შვილია; ქორწინების სარეგისტრაციო მოწმობა - თუკი სამხედრო მოსამსახურის მეუღლეა.
ბსუ-ში სწავლის უფლების მქონე პირი (პირველსემესტრელი) ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია - გადაიხადოს პირველი სემესტრის სწავლის საფასური სრულად ან ეტაპობრივად, შემდეგნაირად:
ა) არანაკლებ 800 ლარი - პირმა, ვისაც არ აქვს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სახელმწიფო დაფინანსებით სწავლის უფლება;
ბ) არანაკლებ 340 ლარი - იმ პირმა, ვისაც მოპოვებული აქვს 50%-იანი სასწავლო გრანტი;
გ) არანაკლებ 200 ლარი - იმ პირმა, ვისაც მოპოვებული აქვს 70%-იანი სასწავლო გრანტი;
დ) არანაკლებ 500 ლარი - იმ პირმა, რომელიც არის საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი (მეუღლე, შვილი).
სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
მიღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი - TRESGE 22;
მიღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289.
გადახდის დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი და გვარი; პირადი ნომერი; ფაკულტეტი; საგანმანათლებლო პროგრამა; პირველი სასწავლო წლის საფასური.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოჩა სურგულაძე - 593 40 93 98
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდება 25 სექტემბერს.
უკან |