ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე - ბიოლოგია, ქიმია, ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება (დანართი 1). დოქტორანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 11-13 სექტემბერს, ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი N20, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).
კანდიდატებმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- დოქტორანტობის კანდიდატის განაცხადის ფორმა/სააპლიკაციო ფორმა (დანართი 2).
- პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- 2 ფოტოსურათი ზომით 3X4–ზე და ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
- მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2022 წელს კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე, ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - ბსუ-ს მიერ დამოწმებული დიპლომის ასლი; უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
- ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული; შენიშვნა: დასაშვებია დოქტორანტობის კანდიდატის დოკუმენტაციის მიღება იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატს ცნობის მიღების მიზნით მიმართული აქვს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ან ბსუ-ს კურსდამთავრებულია. ასეთ შემთხვევებში ბსუ-ს დოქტორანტობის კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა ბსუ-ში ჩარიცხვის აქტის გამოცემამდე)“;
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სადოქტორო კვლევითი პროექტის მოკლე ანოტაცია და სამეცნიერო ხელმძღვანელის (სავარაუდო) თანხმობა (შევსებული დანართი №3-ის შესაბამისად);
- სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა.
მისაღები გამოცდა ინგლისურ ენაში (წერითი ფორმით) - (კონკურსანტს მოეთხოვება არანაკლებ B2 დონის ცოდნა) - 2023 წლის 15 სექტემბერი (დაწყების დრო: 10:00 საათი).
გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2023 წლის 18 სექტმებერი.
საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2023 წლის 19 სექტმბერი 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით.
საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის მომზადება - 2023 წლის 20 სექტემბერს (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).
მისაღები გამოცდა სპეციალობაში (ზეპირი) - 2023 წლის 21 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო - 10:00 საათი).
გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2023 წლის 21 სექტემბერი.
საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2023 წლის 22 სექტემბერი, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბსუ- საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით.
საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის მომზადება - 2023 წლის 23 სექტემბერს (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირებთან ხელშეკრულებების გაფორმება - 2023 წლის 25 სექტემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ამ პირთა მიერ წარმოდგენილი, დოკუმენტაციისა და პირველი სემესტრის სწავლის საფასურის (არანაკლებ 1000 ლარის) გადახდის ქვითრის წარმოდგენის საფუძველზე.“; (ბსუ -ს I კორპუსი, ოთახი N20, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32). (სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE 22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289; დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: მაგისტრანტობის კანდიდატის სახელი გვარი, პირადი ნომერი, პროგრამა).
ბრძანება სადოქტორო პროგრამებზე მიღების გამოცხადების შესახებ (N01-02/159)დანართი1
დანართი2
დანართი3
დანართი4
ცვლილება ბსუ-ს რექტორის 2023 წლის 30 აგვისტოს N01-02/159 ბრძანებაში
უკან |