ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სხვადასხვა მიმართულებით.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებები:
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
- მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
- ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური);
- ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური);
- გეოგრაფია;
- ისტორია;
- სამოქალაქო განათლება;
- სპორტი;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
აპლიკანტთა რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 11 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, ბსუ-ს პირველ კორპუსში, მცირე სპორტულ დარბაზში, 12:00 სთ-დან 16:00 საათამდე (მისამართი რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35).
აპლიკანტმა რეგისტრაციისთვის უნდა წამოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება და ანკეტა (შევსებული N1 დანართის და N2 დანართის შესაბამისად);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;
დ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2023 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ);
ე) ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე;
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის).
მისაღები გამოცდა ჩატარდება 2023 წლის 22 სექტემბერს, წერითი ფორმით, ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა N12), გამოცდის დაწყების დრო - 1000 სთ, დასრულების ვადა -1300 სთ .
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბსუ-ს ვებგვერდს ან იხილეთ ბრძანება .
საკონტაქტო პირი: ლელა თავდგირიძე პროფესორი, პროგრამის ხელმძღვანელი. ტელ: 577 97 93 79
განცხადების ფორმააპლიკანტის ანკეტა
ბრძანება
უკან |