2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური და ფინანსური რეგისტრაცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაცია დაიწყო და 17 სექტემბერს დასრულდება. ასევე განისაზღვრა ადმინისტრაციული რეგისტრაციის - სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის ვადები (საფუძველი:2023 წლის 18 აგვისტოს N01-02/153 ბრძანება):

I ეტაპზე - 2023 წლის 15 სექტემბრიდან - 10 ოქტომბრის ჩათვლით სემესეტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 40%

II  ეტაპზე - 2023 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით - სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 30%

III ეტაპზე - 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 30%

 

ბსუ-ს პირველი საფეხურის/მედიცინის და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი/დაწყებითი განათლების მასწავლებლის საბაკალავრო-სამაგისტრო/მასწავლებლის მომზადების (60 - კრედიტიანი / ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე) ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულმა პირებმა უნდა გადაიხადონ :

I ეტაპზე - არანაკლებ 800 ლარი

II ეტაპზე - (2023 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით) და III - ეტაპზე ( 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით) სემესტრული სწავლის საფასურის გადაუხდელი ნაწილი, თანაბარწილად.

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, ბსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გადაიხადონ:

 

I ეტაპზე - ბსუ-ში ჩარიცხვისათვის რეგისტრაცის და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე - არანაკლებ 1000 ლარი

II ეტაპზე - (2023 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით) და III - ეტაპზე ( 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით) სემესტრული სწავლის საფასურის გადაუხდელი ნაწილი, თანაბარწილად.

 

სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE 22; მიღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289. გადახდის დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი და გვარი; პირადი ნომერი; ფაკულტეტი; საგანმანათლებლო პროგრამა; პირველი სასწავლო წლის საფასური. ბსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად, ბსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი), სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლისა და მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში.

 

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა