საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას.
განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2023 წლის 7 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, პორტალზე http://socreg.mes.gov.ge რეგისტრაციით. ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან (ბანერი - სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით დაფინანასება სოციალური პროგრამის ფარგლებში).
დეტალურ ინფორმაციას სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამის შესახებ გაეცანით შემდეგ მისამრთზე: https://mes.gov.ge/content.php?id=13556&lang=geo
დანართი1
დანართი2
უკან |