გამოცხადდა რეგისტრაცია ბსუ-ს სტუდენტების და პროფესიული სტუდენტების მიერ ბსუ-ს საერთო საცხოვრებელში თავისუფალ ადგილზე სარგებლობის უფლების მოპოვებისათვის:
რეგისტრაციის პერიოდი - 2023 წლის 13 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით;
რეგისტრაცია უნდა წარიმართოს შემდეგი წესით:
- ბსუ-ს პორტალზე რეგისტრირებული ბსუ-ს სტუდენტები, ასევე 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირები, ვინც დადგენილ ვადებში გაიარეს რეგისტრაცია და გააფორმეს ბსუ-სთან ხელშეკრულება, უფლებამოსილნი არიან განახორციელონ ონლაინ რეგისტრაცია, რაც გულისხმობს მათ მიერ:
ა) ბსუ-ს პორტალზე მოდულის ,,ჩემი პროფილი“ შემადგენელი ველის ,,სოციალური ბარათი“ შევსებას/ინფორმაციის განახლებას და შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვას (საცხოვრებელით სარგებლობის უპირატესი უფლების მქონე პირთა გამოვლენის მიზნისათვის);
ბ) ბსუ-ს პორტალის მოდულში ,,რეგისტრაცია საერთო საცხოვრებელში 2023-2024 სასწავლო წლისათვის“ რეგისტრაციას (დადასტურება);
- ბსუ-ს პროფესიული სტუდენტების მიერ ბსუ-ს საერთო საცხოვრებლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს ,,ბსუ-ს საერთო საცხოვრებლით სარგებლობის წესის“ შესაბამისად შევსებული განაცხადის ფორმა (წინამდებარე ბრძანების N1 დანართი), რომელშიც უნდა მიეთითოს „ბსუ-ს საერთო საცხოვრებლით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 4 მარტის №01-10/18 ბრძანების N1 დანართში აღნიშნული შეღავათის კატეგორია (არსებობის შემთხვევაში) და წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტი.
სტუდენტური საცხოვრებელი შემდეგ ინფრასტრუქტურას მოიცავს.
- დაცვის ოთახი
- ადმინისტრაცია
- სამრეცხაო-საშრობი
- საკონფერენციო დარბაზი
- ასევე საცხოვრებლის ბლოკები: ძირითადი, 4 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპით, რომელსაც გააჩნია თავისი სველი წერტილი და სამზარეულო
- შშმ პირებისთვის ადაპტირებული 3 ბლოკი - თითო თითოეულ სართულზე;
- ლიფტი შშმ პირებისთვის.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 577 17 70 29;
საერთო საცხოვრებლით სარგებლობის წესისაერთო საცხოვრებლით სარგებლობის საფასური და შეღავათების კატეგორიები
ბრძანება
დანართი N1 - პროფესიული სტუდენტის განაცხადი საერთო საცხოვრებლის რეგისტრაციაზე
უკან |