ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკი „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ გაიმართა. ღონისძიებაზე, ბსუ-თან ერთად სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ორგანიზაცია მონაწილებდა. ღია ცის ქვეშ, 30-მდე კარავში წარმოდგენილი იყო შავი ზღვისა და რეგიონის კვლევების ამსახველი სხვადასხვა სახის სამეცნიერო პროექტის შედეგები, მოსწავლეებისათვის საინტერესო ექსპერიმენტები, სახალისო აქტივობები, ინტერაქციული გამოფენები და ვიქტორინები. „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ მიზნად ისახავდა სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციასა და მკვლევართა მიღწევების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის.
სამეცნიერო პიკნიკის გახსნას დაესწრნენ ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ქოქრაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილი.
სამეცნიერო პიკნიკი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილე ორგანიზაციები:
- სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სსიპ - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
- სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
- სსიპ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
- სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
- სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- სსიპ - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი
- სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო
- სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია
- სსიპ - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
- ჰორიზონტი ევროპა- ეროვნული ოფისი
- შპს - საქართველოს უნივერსიტეტი
- შპს - ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი
- შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი
- შპს - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
- შპს - ქუთაისის უნივერსიტეტი
- აჭარის მუზეუმების გაერთიანება
- ა(ა)იპ - ბათუმის ბოტანიკური ბაღი
- ბათუმის ტექნოპარკი
- ევროპის უნივერსიტეტი
უკან |