გაცნობებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სწავლის საფასურის დავალიანების მქონე ბსუ-ს სტუდენტებს, რომლებსაც 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ჰქონდათ ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული და სტატუსის შეჩერებიდან არ გასულა 5 წელი, ჩამოეწერებათ (გაუნულდებათ) ფინანსური დავალიანება და 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან ეძლევათ ბსუ-ს სასწავლო პროცესში დაბრუნების საშუალება.
სასწავლო პროცესში დაბრუნების მიზნით გატარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესში დაბრუნების მსურველ, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ელექტრონული რეგისტრაცია შეუძლიათ სტუდენტური პორტალის (https://portal.bsu.edu.ge) შესაბამისი მოდულის საშუალებით - 2023 წლის 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით;
ბ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის მიერ, ბსუ-ს პორტალის მოდულში რეგისტრირებულ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა ელექტრონული განცხადებების ტექნიკური გადამოწმება და დადასტურება განხორციელდება - 2023 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით;
გ) ამ პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტივობების ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში, სასწავლო პროცესში დაბრუნების მსურველის მიერ რეგისტრაციის კორექტირება განხორციელდება - 2023 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით;
დ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობით საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობისა და კრედიტების აღიარების დასკვნების მომზადება და ელექტრონული ვერსიების (ხელმოწერილი და სკანირებული) ატვირთვა ბსუ-ს პორტალის მეშვეობით, მოდულის შესაბამის ველში - 2023 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით;
ე) სასწავლო პროცესში დაბრუნების მსურველის მიერ კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ ბსუ-ს პორტალის მოდულის საშუალებით თანხმობის ან უარყოფის ელექტრონულად დაფიქსირება და 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საფასურის არანაკლებ 40%-ის გადახდა (პირველ ეტაპზე გადასახდელი საფასური)- 2023 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო სწავლის საფასურის დარჩენილი ოდენობის გადახდა - მე-2 და მე-3 ეტაპზე, ბსუ-ს რექტორის ბრძანებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად;
ბრძანება 01-02/185ბრძანება 01-02/189
უკან |