ბსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა ფაკულტეტების დეკანებთან ერთად მიულოცა, საუნივერსიტეტო ცხოვრება, საგნმანათლებლო პროგრამები, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები, სოციალური პროგრამები გააცნო და წარმატებები უსურვა. 2023-2024 სასწავლო წლისთვის ბსუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხვის უფლება 1561-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. 430 პირველკურსელი ბსუ-ს 10 პრიორიტეტულ პროგრამაზე ისწავლის, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული.

საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი გასული წლებისაგან განსხვავებით, რეკორდულად გაიზარდა და თითქმის 100%-ს შეადგენს. ასევე 106%-ით გაზრდილია აბიტურინეტთა განაცხადების რიცხვი.

ბსუ-ს ათი მოთხოვნადი პროგრამაა: ფსიქოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება, ინგლისური ფილოლოგია, ისტორია, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულისაბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, მედიცინა, ქართული ფილოლოგია, ეკონომიკა და არქიტექტურა

უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე  7 000-ზე მეტი  სტუდენტი სწავლობს, მათ  შორის 750-მდე უცხოელი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა