ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი ეწვია. უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა ორი ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობზე, გაცვლით პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ერთობლივი ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის - „ტურიზმი“ შექმნის შესახებ, რომელიც ანჟერის უნივერსიტეტთან ერთად მზადდება. გარდა ამისა, უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტის ბაზაზე AUF-ს ცენტრი გაიხსნება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთობას ფრანგულ უნივერსიტეტებთან.
საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ მონაწილეებს და პროგრამის შედეგებს გაეცნო. პროექტის ერთერთი პარტნიორია ფრანგული ორგანიზაცია - International Child Catholic Bureau (BICE), რომელსაც „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი“ ახორციელებს.
უკან |