ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულების პირველკურსელებს ირაკლი კობახიძის წიგნი „კონსტიტუციური სამართალი” საჩუქრად გადაეცათ. იურიდიული სახელმძღვანელოების სერიიდან ირაკლი კობახიძის წიგნი სტუდენტებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა: გიორგი მანველიძემ და ტიტე აროშიძემ ბსუ-ს რექტორთან, მერაბ ხალვაშთან და იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, ლევან ჯაყელთან ერთად გადასცეს. შეხვედრაზე ისაუბრეს „კონსტიტუციური სამართალის“ მნიშვნელობასა და სახელმწიფო მოწყობის პრინციპების ცოდნის აუცილებლობაზე. ბსუ-ს სამართალმცოდნეობის სტუდენტებს წიგნი „კონსტიტუციური სამართალი” საჩუქრად ყოველ წელს გადაეცემათ.
უკან |