ბსუ-ში „ერაზმუს+“-ის პროექტის Bologna Hub Peer Support II-ის ფარგლებში საკონსულტაციო სემინარები ჩატარდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკავშირის პროგრამის „ერაზმუს+“-ის პროქტში Bologna Hub Peer Support II. პროექტი მიზნად ისახავს ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციის ხელშეწყობას და კოლეგიალურ-საკონსულტაციო აქტივობის განხორციელებას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ბსუ-ში პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო სემინარები ჩატარდა სწავლებისა და სწავლის ინოვაციურ მიდგომებზე, კურიკულუმის განვითარებაზე, მობილობასა და ინტერნაციონალიზაციაზე. სემინარებს უძღვებოდნენ - ეკონომიკისა და ბიზნესის ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ოლივერ ვეტორი და მიუნსტერის უნივერსიტეტის გამოყენებითი მეცნიერებების ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების ცენტრის პროფესორი, დოქტორი სონია მიკესკა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა