სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად განცხადების მიღება დაიწყო.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად დაინტერესებული სტუდენტი განცხადებას წარადგენს ელექტრონულად 2023 წლის 11 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.!
პორტალზე რეგისტრაციის დროს სტუდენტი უთითებს შემდეგ მონაცემებს:
ა) პირადი ნომერი;
ბ) სახელი, გვარი;
გ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
დ) ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ე) თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტების ნუსხა :
სტუდენტები რომლებიც არიან:
1.1 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ სტუდენტის სახელზე გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილის შვილი.
1.2 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ სტუდენტის სახელზე გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის 1998 წლის მაისისა ან 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულის შვილი.
1.3 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ვეთრად/ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ სტუდენტის სახელზე გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი ან მისი შვილი.
სტუდენტები რომლებიც არიან:
საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სტუდენტის სახელზე გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში, ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში იღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის შვილი.
2.2 საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად
მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება რომ სტუდენტი არის საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების მქონე სამხედრო მოსამსახურე;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება რომ სტუდენტი არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.
2.3 საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად
მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირების შვილები, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, სამხედრო მოსამსახურის (მშობლის) საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება რომ სტუდენტის მშობელი არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.
სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:
-.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სტუდენტის სახელზე გაცემული ცნობა, სამხედრო მოსამსახურის (მშობლის) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების თაობაზე.
სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:
სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-50/4 ან №IV-50/2), ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
სტუდენტების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000- ზე, კატეგორიისადმი კუთვნილება დასტურდება სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მონაცემების საფუძველზე.
პორტალის ელექტრონული მისამართია http://socreg.mes.gov.ge/login/. პორტალი ამოქმედდება 11 ოქტომბრიდან !
დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილში დანართის სახით. დანართი 1; დანართი 2.
დანართი 1დანართი 2
უკან |