ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბსუ-ს ყველა ფაკულტეტის პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. პირველი კურსის სტუდენტებმა საინფორმაციო შეხვედრებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბიბლიოთეკით სარგებლობისა და ელექტრონული რესურსების გამოყენების წესებზე, გაცვლით პროგრამებსა და უცხოეთის უნივესიტეტებში სწავლის პირობებზე. ახალგაზრდები ასევე გაეცნენ სტუდენტურ სერვისებს, უნივერსიტეტში არსებულ სტუდენტურ კლუბებს, მხარდაჭერის პროგრამებსა და სტუდენტურ პროექტებს. შეხვედრებზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამსახურების წარმომადგენლებისთვის დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
უკან |